1 ფსალმუნი. სახოტბო. შეჰღაღადე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ!
2 ემსახურეთ უფალს სიხარულით, მიდით მის წინაშე სიმღერით!
3 უწყოდეთ, რომ უფალი ღმერთია; მისი შექმნილები ვართ და არა ჩვენი, მისივე ხალხი ვართ და ცხვარი ვართ მისი სამწყსოსი.
4 შედით მის კარიბჭეში ხოტბის შესხმით, მის ეზოებში – ქება-დიდებით; მადლობა შესწირეთ მას, ადიდეთ სახელი მისი!
5 რადგან კარგია უფალი, საუკუნოა წყალობა მისი; და თაობიდან თაობამდე – ჭეშმარიტება მისი.