მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 90

90

1 უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს.

2 ეუბნება უფალს: „ჩემი მფარველი და სიმაგრეა ჩემი ღმერთი, რომელსაც ვესავ.”

3 ის დაგიხსნის მონადირის მახისაგან, და მომსრავი ჭირისაგან.

4 თავის მხრებს გადაგაფარებს და მის ფრთებს შორის შეაფარებ თავს; ფარი და ბურჯია მისი ჭეშმარიტება.

5 ნუ შეგეშინდება ღამის საშინელებისა, ისრის – დღისით გაფრენილის,

6 შავი ჭირის – ბნელში მოარულის, სენის – შუადღის მძარცველის.

7 დაეცემა შენს გვერდით ათასი და ათი ათასი შენს მარჯვნივ, შენ კი არ მოგეკარება.

8 მხოლოდ შენი თვალით შეხედავ და დაინახავ მისაგებელს ბოროტეულთა.

9 რადგან შენ [ამბობ]: „უფალი არის ჩემი თავშესაფარი.” შენს საცხოვრისად აირჩიე უზენაესი.

10 არ შეგემთხვევა სიავე, და წყლული ვერ მიეკარება შენს კარავს.

11 რამეთუ თავის ანგელოზებს უბრძანა, დაგიცვან ყველა შენს გზაზე.

12 ხელში აყვანილს გატარებენ, რომ ფეხი არ წამოჰკრა ქვაზე.

13 ლომსა და უნასს ფეხს დაადგამ, ლომის ბოკვერს და ურჩხულს გაქელავ.

14 უფალი ამბობს: „რაკი მოისურვა, გადავარჩენ მას, დავიფარავ მას, რადგან იცნო სახელი ჩემი.

15 მომიხმობს მე და ვუპასუხებ, მასთან ვარ გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ.

16 დღეთა ხანგრძლიობით გავაძღებ და შემწეობას მოვუვლენ ჩემსას.”

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150