1 გალობა აღსავალთა. დავითისა. აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!
2 როგორც ძვირფასი ზეთი თავზე, წვერებზე რომ ჩამოსწვეთს, აარონის წვერზე, მისი სამოსის კალთებზე რომ ჩამოსწვეთს;
3 ვითარცა ცვარი ხერმონისა, სიონის მთაზე წამოსული! რადგან იქ დაადგინა უფალმა კურთხევა – სიცოცხლე უკუნისამდე.