1 განმიკითხე, ღმერთო, და გამომესარჩლე უკეთურ ხალხთან, ცბიერი და ბოროტი კაცისაგან მიხსენი.
2 რადგან შენ ხარ ღმერთი ჩემი სიმაგრისა. რად მიმატოვე? რატომ უნდა ვიარო მგლოვიარე გულით, რადგან ჩემი მტერი მთელავს?”
3 გამოგზავნე შუქი შენი და ჭეშმარიტება შენი, რომ წამიძღვენ მე, და მიმიყვანენ შენს წმიდა მთასთან და შენს სამკვიდროსთან.
4 და მივალ ღმერთის სამსხვერპლოსთან, ჩემი დაუშრეტელი სიხარულის ღმერთთან, და გადიდებ შენ ქნარით, ღმერთო, ჩემო ღმერთო!
5 რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რას დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავაც განვადიდებ მას, – ჩემი სახის განმაცოცხლებელს და ჩემს ღმერთს.