1 დავითის საგალობელი. რვაძალიან საკრავზე. გუნდის ლოტბარს.
2 მიხსენი, უფალო! რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან.
3 ტყუილს ეტყვიან ერთიმეორეს, ქლესა ტუჩებით ორპირულად ლაპარაკობენ;
4 მოსპობს უფალი ქლესა ბაგეებს, გოროზად მოლაპარაკე ენებს,
5 რომელნიც ამბობენ: „ჩვენი ენებით ვიმძლავრებთ, ბაგენი ჩვენი ჩვენთანაა; ვინ გვიბატონებს?”
6 „რადგან ღარიბები ძლიერ კვნესიან და ჩაგრულნი გმინავენ, აღვდგები, – ამბობს უფალი, – აღმოვუჩენ შველას, ვისაც იგი სურს.”
7 უფლის სიტყვები – წმიდა სიტყვებია, მიწის ქურაში გაწმედილი ვერცხლი, შვიდჯერ გადახალისებული.
8 უფალო, შენ შეინახავ მათ, და ჩვენ დაგვიცავ ამ თაობიდან უკუნისამდე.