მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 105

105

1 ალელუია! ქებით შემოსეთ უფალი, რადგან კეთილია, წყალობა მისი მარადიულია!

2 ვის ძალუძს ილაპარაკოს უფლის სიძლიერე, სასმენელ ქმნას მისი ქება-დიდება?

3 ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს!

4 გამიხსენე, უფალო, შენი ხალხისადმი კეთილგანწყობილებისას, მომხედე შენმიერი შველით,

5 რათა ვიხილო სიკეთე შენთა რჩეულთა, გავიხარო შენი ერის სიხარულით, და ვიქადო შენს სამკვიდროსთან ერთად.

6 შევცოდეთ ჩვენს მამებთან ერთად, სიმრუდე და ბოროტება ჩავიდინეთ.

7 ჩვენმა მამებმა ეგვიპტეში ვერ შეიგნეს შენი სასწაულები, არ გაიხსენეს შენი მრავალი წყალობა და აგიმხედრდნენ ზღვაზე, მეწამულ ზღვაზე.

8 მაგრამ მან იხსნა თავისი სახელის გულისათვის, რათა გაეგოთ ძლიერება მისი.

9 და შეუტია მეწამულ ზღვას და დაშრა, და წაიყვანა ისინი უფსკრულებში, როგორც უდაბნოში.

10 და იხსნა მოძულის ხელიდან და გადაარჩინა მტრის ხელიდან.

11 წყალმა დაფარა მათი მტრები, ერთი მათგანიც არ გადარჩენილა.

12 და ირწმუნეს სიტყვანი მისნი, იმღერეს მისი ქება.

13 აჩქარდნენ, დაივიწყეს საქმენი მისნი, არ დაელოდნენ მის რჩევას.

14 და აჰყვნენ გულისთქმას უდაბნოში და გამოსცადეს ღმერთი უკაცრიელ ადგილას.

15 და შეუსრულა თხოვნა მათი, და მოუვლინა სიმჭლევე მათ სულებს.

16 და შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, უფლის წმიდის აარონის მიმართ.

17 გაიპო მიწა და ჩაყლაპა დათანი, და დაფარა ხროვა აბირამისა.

18 და მოედო ცეცხლი მათ ხროვას, ალი მოეკიდა ბოროტებს.

19 გააკეთეს ხბო ხორებთან და თაყვანი სცეს ჩამოსხმულ კერპს.

20 და გაცვალეს თავიანთი დიდება ბალახის მძოველ ხარის გამოსახულებაში.

21 დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი, დიდთა საქმეთა მოქმედი ეგვიპტეში.

22 საოცრებანი ქამის ქვეყანაში, საშინელებანი მეწამულ ზღვაზე.

23 დათქმული ჰქონდა მათი მოსპობა, რომ მოსე, მისი რჩეული, არ დამდგარიყო ნაპრალთან მის წინაშე, რათა გაებრუნებინა რისხვა მისი, და აღარ მოესრა ისინი.

24 მათ დაიწუნეს ქვეყანა სასურველი, აღარ ირწმუნეს სიტყვები მისი.

25 დრტვინავდნენ თავიანთ ბანაკებში, არ უსმენდნენ უფლის ხმას.

26 მაშინ ზეაღმართა თავისი ხელი, რომ დაეხოცა ისინი უდაბნოში;

27 და გაეფანტა მათი ნაშიერი ხალხებში და განებნია ისინი ქვეყნებში.

28 დაუკავშირდნენ ბაყალ-ფეღორს და ჭამეს მკვდარი [ღმერთების] შესაწირავი.

29 განარისხეს თავიანთი მოქმედებით; და თავს დაატყდათ მომსვრელი სენი.

30 წამოდგა ფინხასი და ილოცა, და შეჩერდა მომსვრელი სენი.

31 ჩაეთვალა მას სიმართლედ თაობიდან თაობამდე, სამარადჟამოდ.

32 გააჯავრეს მერიბის წყალზე და დაისაჯა მოსე მათ გამო.

33 რადგანაც სული გაუმწარეს, და გამოთქვა თავისი ბაგეებით.

34 არ მოსპეს ერები, უფალმა რომ უთხრა მათ.

35 აირივნენ წარმართებში და შეისწავლეს მათი საქმეები.

36 ემსახურებოდნენ მათ კერპებს, რომლებიც მახედ გადაიქცნენ მათთვის.

37 შესწირეს თავიანთი ძენი და თავიანთი ასულნი ბოროტ სულებს.

38 დაღვარეს სისხლი უცოდველი, თავიანთ ძეთა და ასულთა სისხლი, რომელიც შესწირეს ქანაანის კერპებს, და შეირყვნა ქვეყანა სისხლით.

39 შეიბილწნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით.

40 მაშინ აღეგზნო რისხვა უფლისა თავის ერზე და შესძაგდა მას სამკვიდრო თვისი.

41 და ხელში ჩაუგდო ისინი ხალხებს და გაბატონდნენ მათზე მათი მოძულენი.

42 ავიწროებდნენ მათ მტრები, და მოიდრიკნენ მათ ხელქვეით.

43 მრავალგზის იხსნა ისინი, მაგრამ ისინი აბრაზებდნენ საკუთარი ზრახვებით, და მდაბლდებოდნენ ბრალით.

44 იხილა მათი გაჭირვება, როცა მოისმინა მათი ღაღადისი.

45 გაუხსენა აღთქმა თავისი და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალეობით.

46 აღვიძებდა მათდამი თანაგრძნობას ყველა მათი დამტყვევებლის წინაშე.

47 გვიხსენი, უფალო, ღმერთო ჩვენო, და გამოგვკრიბე წარმართთაგან, რათა ვადიდოთ შენი წმიდა სახელი, ვიამაყოთ შენი ქება-დიდებით!

48 კურთხეულ არის უფალი, ღმერთი ისრაელისა, ამიერიდან და უკუნისამდე! და თქვას მთელმა ხალხმა: „ამინ!” ალილუია!

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150