1 გუნდის ლოტბარს. დავითისა. თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი.” გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინ არის კეთილის მქნელი.
2 უფალმა ზეციდან გადმოხედა ადამიანთა შვილთ, რომ დაენახა, თუ არის ვინმე ჭკვათამყოფელი, ღმერთს რომ ეძიებს,
3 ყველამ უარყო, ერთიანად საძულველნი გახდნენ; არ არის მქმნელი კეთილისა, ერთიც არ არის.
4 ნუთუ ვერ შეუგნიათ უკანონობის ჩამდენთ, ჩემი ხალხის მჭამელთ, პურს რომ ჭამენ და ღმერთს არ უხმობენ?
5 იქ შეკრთნენ შიშით, რადგან ღმერთი მართალთა თაობაშია.
6 თქვენ დასცინეთ რჩევას საწყლისას, რაკი ღმერთია მისი მფარველი.
7 ოჰ, რომ მოვიდოდეს სიონიდან ხსნა ისრაელზე! როცა უფალი შინ დააბრუნებს თავის ხალხს, როგორ მოილხენს იაკობი, როგორ გაიხარებს ისრაელი.