მთავარი ›ბიბლია ›ფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 76

76

1 ხმამაღლა შევღაღადებ ღმერთს, ხმამაღლა შევღაღადებ ღმერთს და ის მომისმენს.

2 უფალს ვეძებ ჩემი გაჭირვების დღეს, გაწვდილია ჩემი ხელი ღამ-ღამობით და არ ისვენებს, უარს ამბობს ნუგეშისცემაზე ჩემი სული.

3 ვიხსენებ ღმერთს და ვკვნესი, ვფიქრობ მასზე და უძლურდება ჩემი სული.

4 თვალიც არ მომახუჭინე, შევძრწუნდი და ვეღარ ვლაპარაკობ.

5 ვიგონებ ადრინდელ დღეებს, გარდასულ წლებს.

6 ვიხსენებ ჩემს გალობას ღამღამობით, ვფიქრობ გულში და სული ჩემი ეძებს პასუხს:

7 ნუთუ საუკუნოდ მიმატოვებს უფალი და აღარასოდეს მისურვებს?

8 ნუთუ სამუდამოდ გაქრა მისი წყალობა და საუკუნოდ დასრულდა მისი აღთქმა?

9 ნუთუ სამუდამოდ დაივიწყა ღმერთმა შებრალება? ნუთუ წყალობას დაგვიკავებს თავისი რისხვით?

10 და ვთქვი: აი, ჩემი წუხილი - აღარ გვიდგება უზენაესის მარჯვენა დამცველად.

11 გავიხსენებ უფლის საქმეებს, გავიხსენებ შენს ადრინდელ სასწაულებს.

12 ჩავუკვირდები ყველა შენს საქმეს, დავფიქრდები შენს ნამოქმედარზე.

13 ღმერთო! წმიდაა შენი გზა. რომელი ღმერთია ჩვენი ღმერთივით დიადი?

14 შენა ხარ ღმერთი, სასწაულმოქმედი; შენ გამოავლინე შენი ძლიერება ერებს შორის.

15 საკუთარი მკლავით გამოისყიდე შენი ერი - ძენი იაკობისა და იოსებისა.

16 გიხილეს წყლებმა ღმერთო, გიხილეს წყლებმა და შეშინდნენ, უფსკრულნიც კი შეიძრნენ.

17 წყლები ჩამოღვარეს ღრუბლებმა, იქუხეს ცებმა, აქეთ-იქით დაქროდნენ შენი ისრები.

18 შენი ხმა გრგვინავდა ცის თაღზე - ელვამ გაანათა სამყარო, შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა.

19 ზღვაში გაიარა შენმა გზამ და ღრმა წყლებში - შენმა ბილიკმა და მაინც უცნობია შენი ნაკვალევი.

20 ფარასავით მიუძღვებოდი შენს ხალხს მოსესა და აჰარონის ხელით.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150