მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 48

48

1 გუნდის ლოტბარს. კორახის ძეთა. ფსალმუნი. ისმინეთ ესე, ყოველო ხალხო, ყური მოაპყარით, ქვეყნიერების ყველა მცხოვრებო:

2 უბრალოებმაც, დიდგვაროვნებმაც, მდიდარმა და ღარიბმა ერთად.

3 ჩემი პირი წარმოთქვამს სიბრძნეს, და ჩემი გულის ფიქრი -– გონიერებას.

4 ყურს მივუგდებ იგავს, ქნარზე ამოვხსნი ჩემს გამოცანას.

5 რად შემეშინდება უბედურების ჟამს, როცა ჩემი მოდავეების ბოროტება გარს შემომეხვევა,

6 რომელნიც თავიანთი ძალით იმედეულობენ და უხვით სიმდიდრით მოჰკვეხენ?

7 ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს.

8 ძვირია მათი სულის გამოხსნა, და არ ეგების უკუნისამდე.

9 რომ ცოცხლად დარჩეს სამარადისოდ და არ იხილოს საფლავი.

10 რადგან ხედავს: ბრძენნი იხოცებიან, როგორც იღუპებიან ბრიყვნი და სულელნი და თავიანთ დოვლათს სხვას უტოვებენ.

11 საფლავი არის მათი სამუდამო სახლი, მათი საცხოვრებელი – თაობიდან თაობამდე; თავიანთ სახელებს უწოდებენ მამულებს.

12 ადამიანი პატივისცემაში ვერ დარჩება დიდხანს; იგი ჰგავს დასაკლავ პირუტყვს.

13 ეს მათი გზა, მათი უგუნურებაა, თუმცა შემდგომნი მათნი იწონებენ მათს სიტყვებს

14 ცხვრებივით მიეცნენ ჯოჯოხეთს; სიკვდილი მწყემსავს მათ, დილით კი წმიდები გაბატონდებიან მათზე; და სიმაგრე მათი დაიშრიტება, საფლავია მათი სადგომი;

15 ხოლო ღმერთი დაიხსნის ჩემს სულს, ჯოჯოხეთიდან როცა ამომიყვანს.

16 არ შეგეშინდეს, თუ გამდიდრდეს კაცი, თუ გამრავლდეს მისი სახლის დიდება.

17 რადგან, როცა მოკვდება, ვერაფერს წაიღებს, თან არ ჩაჰყვება მისი დიდება.

18 თუმცა თავიანთ სულს სიცოცხლეშივე აკურთხებენ, და გადიდებენ შენ იმისათვის, რომ კეთილს იზამ.

19 მივა მამების თაობასთან, რომელნიც ვერასოდეს ვერ იხილავენ სინათლეს.

20 ადამიანი, რომელიც პატივისცემაშია და არ გაეგება, დასაკლავ პირუტყვს ჰგავს.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150