მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 58

58

1 გუნდის ლოტბარს. „ნუ მოსპობ.” დავითის ძეგლისწერა, როდესაც საულმა გაგზავნა მისი სახლის სათვალთვალოდ, რომ მოეკლათ იგი. მიხსენი ჩემი მტრებისაგან, ღემრთო! დამიცავი ჩემს მოდავეთაგან!

2 მიხსენი სიმრუდის ჩამდენთაგან, და სისხლის მსმელთაგან გადამარჩინე.

3 რადგანაც აჰა, უთვალთვალებენ ჩემს სულს; შეგროვდნენ ძლიერნი ჩემს წინააღმდეგ, უფალო, არც დანაშაული მიმიძღვის, არც შეცოდება.

4 უდანაშაულოთა წინააღმდეგ გამორბიან და ემზადებიან, გამოიღვიძე ჩემს შესახვედრად და მომხედე.

5 ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ძალთა, ღმერთო ისრაელისა, გამოიღვიძე, რომ მოჰკითხო ყველა ხალხებს; არ დაინდო არც ერთი უკანონობის ჩამდენი.

6 ბრუნდებიან საღამოობით, ყმუიან ძაღლებივით და გარს უარონ ქალაქს.

7 აჰა, ანთხევენ პირით, მახვილი აქვთ ბაგეებში, აქაოდა ვინ ისმენსო.

8 ხოლო შენ, უფალო, დასცინებ მათ, აბუჩად აიგდებ ყველა ხალხებს.

9 ჩემს ძლიერებას შენში დავიცავ, რადგან ღმერთია ჩემი საყრდენი.

10 ღმერთი, ჩემი მწყალობელი, წინ წამიძღვეს; ღმერთმა მახილვინოს ჩემს მტრებზე გამარჯვება.

11 ნუ დახოცავ მათ, რომ არ დაივიწყოს ჩემმა ერმა, ახეტიალე შენი ძალით და დაამდაბლე, უფალო, ფარო ჩვენო.

12 მათი პირის სიტყვა სხვა არაფერია, თუ არა ცოდვა. და გაებან მახეში თავიანთი ქედმაღლობისათვის, ტყუილი ფიცისა და პირფერობისათვის,

13 მოსპე რისხვით, მოსპე, ერთიანად, ამით შეიტყონ, რომ ღმერთი ბატონობს იაკობში, ქვეყნიერების კიდით-კიდემდე.

14 დაე, დაბრუნდნენ საღამოობით, იყმუვლონ ძაღლებივით და გარს შემოუარონ ქალაქს.

15 დაე, იწანწალონ საჭმლისათვის და მშივრებმა გაათიონ ღამე.

16 ხოლო მე ვუმღერებ შენს სიძლიერეს და დილდილობით ვიღაღადებ შენს წყალობაზე, რადგან შენ იყავი ჩემი ბურჯი და თავშესაფარი ჩემი გაჭირვების დღეს.

17 სიმტკიცევ ჩემო, შენ გიგალობებ; რადგან შენა ხარ ჩემი ბურჯი, ღმერთი ჩემი მწყალობელი.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150