მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 80

80

1 გუნდის ლოტბარს, გითითის ხმაზე. ასაფისა. უგალობეთ ღმერთს, სიმაგრეს ჩვენსას; შეჰღაღადეთ იაკობის ღმერთს!

2 ასწიეთ სიმღერა და დაუკარით დაირა, ტკბილხმიანი ქნარი ებანთან ერთად.

3 ჩაჰბერეთ ახალმთვარობაზე ბუკს, სრულმთვარობაზე, ჩვენი დღესასწაულის დღეს.

4 რადგან ეს არის კვალი ისრაელისა, სამართალი იაკობის ღმერთისა.

5 ეს დაადგინა მან მოწმობად იოსებისათვის, როცა გამოვიდა ეგვიპტის ქვეყნიდან;

6 ენა, რომელიც არ ვიცოდი, ვისმინე: „მოვხსენი ტვირთი მხრებიდან, მისი ხელები აღარ დაათრევენ გოდორს.

7 გაჭირვებაში მომიხმე და გადაგარჩინე, გპასუხობდი იდუმალებით სავსე ქუხილის ხმით, გამოგცადე მერიბას წყლებზე.

8 ისმინე, ჩემო ერო, და დაგიმოწმებ მე, ისრაელო, თუ მომისმენ.

9 არ იყოს შენში სხვა ღმერთი და თაყვანი არ სცე უცხო ღმერთს.

10 მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, შენი გამომყვანი ეგვიპტის ქვეყნიდან; განავრცე პირი შენი და გავავსებ მას.

11 არ ისმინა ჩემმა ერმა ხმა ჩემი, და ისრაელი არ დამემორჩილა.

12 და მივუშვი ისინი თავიანთ გულისწადილზე, იარონ თავიანთ ნებაზე.

13 ჩემს ერს რომ ჩემი ესმინა და ისრაელს ჩემს გზაზე ევლო,

14 მოკლე ხანში მოვდრეკდი მათს მტრებს და მათს მჩაგვრელებზე ხელს აღვმართავდი.

15 უფლის მოძულენი ლიქნას დაუწყებდნენ; და მათი ჟამი იქნებოდა სამარადისო.

16 გამოვკვებავდი მათ ნოყიერი ხორბლით და კლდის თაფლით გავაძღებდი.”

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150