1 ფსალმუნი. დავითისა. უფალო! ვინ დაისადგურებს შენს კარავში? ვინ დამკვიდრდება შენს წმიდა მთაზე?
2 ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მოქმედია, და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში,
3 ვინც არავის გაჭორავს თავისი ენით, ცუდს არ გაუკეთებს მოყვასს და აუგს არ იტყვის ახლობლებზე;
4 ვის თვალშიც დამცირებულია საზიზღარი, ხოლო ღვთის მოშიშებს პატივსა სცემს; ვინც დაიფიცებს თავის საზიანოდ და არ შეცვლის;
5 ვინც ფულს ვახშით არ გასცემს და ქრთამს უდანაშაულოზე არ აიღებს; ამის მოქმედი არასოდეს წაფორხილდება.