მთავარი ›ბიბლია ›ფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 40

40

1 ნეტარია, ვინც ღატაკზე ფიქრობს. უბედურების დღეს იხსნის მას უფალი.

2 უფალი დაიცავს მას, აცოცხლებს და კურთხეული იქნება ქვეყანაზე; არ ჩააგდებს მისი მტრების ხელთ, მათი სურვილისამებრ.

3 უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; ავადმყოფობის სარეცელიდან წამოაყენებს მას.

4 ვთქვი უფალო: შემიწყალე და განმკურნე, რადგან შეგცოდე.

5 ავს ამბობენ ჩემზე ჩემი მტრები: როდის მოკვდებაო და გაქრება მისი სახელი.

6 თუ სანახავად მოვა ვინმე, სიცრუეს ლაპარაკობს, გულში კი მზაკვრობას თხზავს; გარეთ გავა და ალაპარაკდება.

7 ყველა ჩემი მოძულე ერთად ჩურჩულებს ჩემს წინააღმდეგ და ავს განიზრახავენ ჩემზე:

8 ამბობენ: სასიკვდილო სენი დაეუფლა, დაწვა და ვეღარ წამოდგებაო.

9 ჩემმა ახლო მეგობარმაც კი, რომელსაც ვენდობოდი და რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ტერფი აღმართა ჩემ წინააღმდეგ.

10 შენ კი შემიწყალე უფალო და წამომაყენე და მე მივუზღავ მათ.

11 ამით გავიგებ, რომ სათნო ვარ შენთვის, როცა მტერი ვერ გაიხარებს ჩემზე.

12 შემეწიე ჩემი უბიწოებისთვის და შენ წინაშე დამაყენე სამარადისოდ.

13 კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ, ამინ!

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150