მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 93

93

1 უფალო, ღმერთო შურისძიებისა, ღმერთო შურისძიებისა, გამოჩნდი!

2 ამაღლდი, მსაჯულო ქვეყნიერებისა, მიუზღე საზღაური ამპარტავნებს.

3 ვიდრემდე, უფალო, ბოროტნი, ვიდრემდე უნდა ილხენდნენ ბოროტნი?

4 აღმითქვამენ და ამბობენ სიცრუეს, ამაყად ყვებიან სიმრუდის მოქმედნი.

5 შენს ერს, უფალო, ჩაგრავენ და შენს სამემკვიდროს ტანჯავენ.

6 ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ და ობლებს ჟლეტენ.

7 ამბობენ: „ვერ იხილავს უფალი, და ვერ გაიგებს ღმერთი იაკობისა.”

8 გონს მოდით, უგუნურნო ერისანო! უმეცარნო, როდის დაჭკვიანდებით?

9 დამნერგავი ყურისა განა ვერ მოისმენს? თვალის შემქმნელი განა ვერ დაინახავს?

10 ხალხთა განმრიგე განა ვერ ამხილებს – ის, ვინც ასწავლის ადამიანს ჭკუას?

11 უფალმა იცის ზრახვანი კაცისა, რადგან ამაონი არიან ისინი.

12 ნეტარია კაცი, რომელსაც დასჯი, უფალო, და შენს რჯულს ასწავლი.

13 რათა დაასვენო ავი დღეებისაგან, ვიდრე ბოროტს ორმო გაეთხრებოდეს.

14 რადგან არ მოიშორებს უფალი თავის ხალხს და თავის სამემკვიდრეოს არ მიატოვებს;

15 რადგან სიმართლესთან დაბრუნდება სამართალი, და მას მიჰყვება ყველა გულწრფელი.

16 ვინ აღუდგება ჩემს გამო ბოროტებას? მხარში ვინ ამომიდგება სიმრუდის მოქმედთა წინააღმდეგ?

17 უფალი რომ არ ყოფილიყო ჩემი შემწე, ცოტაც და, დასახლდებოდა ჩემი სული ჯოჯოხეთში.

18 თუ ვთქვი: „მომიცურდა ფეხი,” შენი წყალობა, უფალო, გამამაგრებს.

19 როცა ზრუნვით ამევსება გული, შენი ნუგეში მიამებს სულს.

20 ნუთუ გაგიტოლდება ტახტი უკუღმართთა, უსამართლობას რომ სჩადიან შენი რჯულის საწინააღმდეგოდ?

21 გაილაშქრებენ მართლის სულზე, და წმიდა სისხლს ბრალში გახვევენ.

22 მაგრამ უფალი გახდა ჩემი მტკიცე სიმაგრე, ჩემი თავშესაფრის კლდე.

23 მათვე მიაგებს თავიანთ უსამართლობას და თავიანთ სიავით მოსპობს მათ, მოსპობს მათ უფალი, ღმერთი ჩვენი.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150