1 გალობა აღსავალთა. მივაპყრობ თვალებს მთებს: საიდან მოვა ჩემი შეწევნა?
2 ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა.
3 არ წააბორძიკებს შენს ფეხს, არ წათვლემს დამცველი შენი.
4 აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა.
5 უფალია შენი მცველი; უფალია შენი მფარველი შენი მარჯვენის გვერდით.
6 დღისით მზე არ გავნებს, და ღამით – მთვარე.
7 უფალი დაგიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან, დაიცავს შენს სულს;
8 უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ამიერიდან და უკუნისამდე.