მთავარი ›ბიბლია ›ფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 64

64

1 ხოტბა შეგშვენის ღმერთო, სიონზე; შენ აგისრულებენ აღთქმებს.

2 ლოცვის შემსმენელო, შენთან მოვა ყველა ხორციელი.

3 როცა გვჯაბნიან ჩვენი ცოდვები, შენ შეგვინდობ ჩვენს დანაშაულს.

4 ნეტარია, ვისაც ამოირჩევ და დაიახლოვებ, რომ იცხოვროს შენს ეზოებში; გავძღებით შენი სახლის, შენი წმიდა ტაძრის სიკეთით.

5 შიშის მომგვრელი საქმეებით და სიმართლით გვიპასუხე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, დედამიწის ყველა კუთხისა და შორეული ზღვის მცხოვრებთა იმედო.

6 მთები დააფუძნე შენი ძალით, ძლიერებით ხარ გარშემორტყმული.

7 შენ აწყნარებ ზღვათა ღრიალს, მათი ტალღების ხმაურს და ერების მღელვარებას.

8 შეშინდებიან შენი ნიშნების გამო დედამიწის კიდეთა მცხოვრებნი, შენი წყალობის სიხარულით ყიჟინებს განთიადი და დაისი.

9 ზრუნავ მიწაზე და რწყავ, უხვად ავსებ დოვლათით; ნაკადი ღვთისა სავსეა წყლით, რომ მისცე ადამიანებს პური, რადგან ასე დაადგინე.

10 მის კვლებს არწყულებ და ბელტებს ასწორებ, ჟუჟუნა წვიმით ალბობ, აკურთხებ მის აღმონაცენს.

11 შენი სიკეთით აგვირგვინებ წელიწადს, შენი ნაკვალევიდან წვეთავს პოხიერება.

12 ნახირით არის სავსე საძოვრები და მაღლობები ლხინით იმოსებიან.

13 ცხვრებით ივსება საძოვრები და მარცვლეულით იფარება დაბლობები; ყიჟინებენ და მღერიან სიხარულით.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150