1 ბაბილონის მდინარებთან ვისხედით და ვტიროდით, როდესაც ვიგონებდით სიონს.
2 ძეწნათა ზედა, იქ რომ დგანან ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები.
3 რადგან იქ მოგვთხოვეს ჩვენმა დამტყვევებლებმა სიტყვანი სიმღერისა და ჩვენმა მჩაგვრელებმა – სიმხიარულე: „გვიმღერეთ სიმღერა სიონისა!”
4 როგორ უნდა გვემღერა სიმღერა უფლისა უცხო მიწაზე?
5 თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა!
6 მიეკრას ჩემი ენა ჩემს სასას, თუ არ გაგიხსენო, თუ იერუსალიმი არ დავაყენო ჩემი მხიარულების სათავეში!
7 გაუხსენე, უფალო, ედომის შვილებს დღე იერუსალიმისა, როცა ამბობდნენ: „დაანგრიეთ, დაანგრიეთ ის ძირისძირამდე!”
8 ასულო ბაბილონისა, გამპარტახებელო! ნეტარ არს, რომელმან მოგიზღოს, რაც ჩვენ მოგვაწიე!.
9 ნეტარია, რომელმაც შეიპყროს ჩვილნი შენნი და მიანარცხოს კლდესა!