1 როდემდე დამივიწყებ უფალო, სამუდამოდ? როდემდე დაფარავ შენს სახეს ჩემგან?
2 როდემდე ვატარო ტანჯვა სულში და მქონდეს ყოველდღიური ნაღველი გულში? როდემდე აღზევდება მტერი ჩემზე?
3 მომხედე, მიპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო! სინათლე მოჰფინე ჩემს თვალებს, თორემ დავიძინებ სასიკვდილოდ.
4 თორემ იტყვის ჩემი მოწინააღმდეგე: "დავძლიე იგი”. გაიხარებენ ჩემი მტრები, თუ წავბორძიკდი.
5 მე კი შენი წყალობის იმედი მაქვს, შენმიერი ხსნით იხარებს ჩემი გული;
6 ვუგალობებ უფალს, ჩემს კეთილისმყოფელს.