1 მწამდა, როცა ვამბობდი: დიდად დავიტანჯე.
2 ვთქვი ჩემი შეძრწუნებისას: ცრუა ყოველი კაცი.
3 რით გადავუხადო უფალს ყველა იმ სიკეთისთვის, რაც მომაგო?
4 ხსნის თასს ავიღებ და უფლის სახელს მოვუხმობ.
5 აღთქმებს შევუსრულებ უფალს, მთელი მისი ხალხის წინაშე.
6 ძვირფასია უფლის თვალში მისი წმიდანების სიკვდილი.
7 უფალო, ნამდვილად შენი მსახური ვარ; მსახური ვარ შენი, ძე შენი მხევლისა; შენ შემხსენი ბორკილები.
8 სამადლობელ მსხვერპლს შემოგწირავ და მოვუხმობ უფლის სახელს.
9 აღთქმებს შევუსრულებ უფალს, მთელი მისი ხალხის წინაშე.
10 უფლის სახლის ეზოებში, შენს შუაგულში, იერუსალიმო! ადიდეთ უფალი!