1 შენ მოგიხმობ უფალო, სიმაგრევ ჩემო! ნუ დადუმდები; ვაი, თუ დადუმდე და საფლავში ჩასულს დავემგვანო.
2 ისმინე ჩემი ვედრების ხმა, როცა მოგიხმობ და შენი საწმიდრისკენ აღვაპყრობ ხელებს.
3 ნუ დამღუპავ ბოროტებთან და სიყალბის მქმნელებთან, რომლებიც მშვიდობაზე ლაპარაკობენ მოყვასთან, გულში კი სიავე უდევთ.
4 მიუზღე მათ თავისი საქმეებისა და ბოროტმოქმედებისამებრ; მათი ხელის ნამოქმედარის შესაფერისად მიუზღე და დამსახურებისამებრ გადაუხადე.
5 რადგან არაფრად აგდებენ უფლის საქმეებსა და მის ხელთა ნამოქმედარს. ის დაანგრევს მათ და არ ააშენებს.
6 კურთხეულ იყოს უფალი, რადგან შეისმინა ჩემი ვედრების ხმა.
7 უფალი ძალაა ჩემი და ფარი ჩემი. მას მიენდო ჩემი გული და დამეხმარა. ზეიმობს ჩემი გული და ჩემი სიმღერით ვაქებ მას.
8 უფალი ძალაა თავისი ხალხისა და ხსნის ბურჯია თავისი ცხებულისთვის.
9 იხსენი შენი ხალხი და აკურთხე შენი სამკვიდრებელი; იყავი მათი მწყემსი და საუკუნოდ უწინამძღვრე მათ.