1 ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას, არ დგას ცოდვილთა გზაზე, არ ზის ავყიათა საკრებულოში,
2 არამედ უფლის რჯულია მისი სიამე და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ.
3 და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და ფოთოლი მისი არ ჭკნება, და ყოველი მისი საქმე წარმატებულია.
4 უღმრთონი კი ასე არ არიან, ბზეს წააგვანან ქარისგან აღგვილს.
5 ამიტომ ვერ წამოიმართებიან უღმრთონი სასამართლოში, და ვერც ცოდვილნი – მართალთა კრებულში.
6 რადგან უფალია მართალთა გზის მფარველი, უღმრთოთა გზა კი წარიხვეტება.