მთავარი ›ბიბლია ›ფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 148

148

1 ადიდეთ უფალი. ადიდეთ უფალი ზეციდან, ადიდეთ იგი სიმაღლეებში.

2 ადიდეთ იგი, ყოველნო ანგელოზნო მისნო, ადიდეთ იგი, ყოველნო ლაშქარნო მისნო.

3 ადიდეთ იგი, მზეო და მთვარევ, ადიდეთ იგი, ყოველნო შუქვარსკვლავნო.

4 ადიდეთ იგი, ცანო ცათანო და წყლებო, რომლებიც ცათა ზემოთ ხართ.

5 ადიდონ უფლის სახელი, რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ.

6 უკუნითი უკუნისამდე დაადგინა ისინი, გასცა წესი, რომელიც არ გადაივლის.

7 ადიდეთ უფალი დედამიწიდან, ზღვის ურჩხულნო და წყლის სიღრმენო,

8 ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და ნისლო, ქარბუქო, მისი სიტყვის შემსრულებელო,

9 მთანო და ყოველნო ბორცვნო, მსხმოიარე ხეებო და ყოველნო კედარნო.

10 მხეცნო და ყოველნო პირუტყვნო, ქვეწარმავალნო და ფრთოსანო ფრინველნო;

11 ქვეყნის მეფენო და ყოველნო ერნო, მთავარნო და ყოველნო მსაჯულნო ქვეყნისა.

12 ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო - ყმაწვილებთან ერთად.

13 ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული. მისი სიდიადეა ქვეყნად და ცაში.

14 მან აღამაღლა რქა თავისი ერისა, ღირსება ყოველი მისი წმიდისა, ისრაელის ძეთა, მასთან დაახლოებული ხალხისა. ადიდეთ უფალი!

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150