მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 54

54

1 გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. მოძღვრება დავითისა. ისმინე, ღმერთო, ჩემი ლოცვა და ნუ განუდგები ჩემს ვედრებას.

2 ყური მომაპყარ და მიპასუხე; ავტირდები ჩემს საუბარში და ავღაღადდები.

3 მტრის ხმისაგან, ბოროტის მიერ შევიწროებისაგან; რადგან თავს მახვევენ სიმრუდეს და სიძულვილით მირისხდებიან.

4 ჩემი გული თრთის ჩემს შიგნით და სიკვდილის საშინელება დამატყდა თავს.

5 შიში და ძრწოლა მოდის ჩემზე და შიშის ზარი მიპყრობს.

6 და ვამბობ: „რომ მქონოდა მტრედის ფრთები, გავფრინდებოდი და დავბინავდებოდი;

7 აჰა, შორს გადავიხვეწებოდი, უდაბნოში დავიდებდი ბინას;

8 ავჩქარდებოდი რომ მომენახა თავშესაფარი ძლიერი ქარისაგან.”

9 მოსპე, უფალო, დაყავი მათი ენები; რადგანაც ვხედავ ძალადობას და შუღლს ქალაქში.

10 დღედაღამ გარსუვლიან მის კედლებს, სიმრუდე და წვალებაა მის შიგნით,

11 ბოროტებაა მის შიგნით და არ სცილდება მის ქუჩებს სიცრუე და ვერაგობა.

12 რადგან ვინც მე მლანძღავს ჩემი მტერი არ არის – იმას ავიტანდი –; ჩემი მოძულე კი არ განდიდებულა – მას დავემალებოდი;

13 მაგრამ შენ შენა ხარ ის, კაცი ჩემი სწორი, ამხანაგი და მეგობარი ჩემი.

14 ერთად რომ ვსაუბრობდით ტკბილად, ღვთის სახლში დავდიოდით ბრბოს შორის.

15 დაატყდეს მათ სიკვდილი, ცოცხლად ჩავიდნენ ჯოჯოხეთში, რადგან ბოროტებაა მათს სადგომში, მათს გულში.

16 ხოლო მე მოვუხმობ ღმერთს, და უფალი მიშველის.

17 საღამოთი, დილით და შუადღისას შევევედრები და შევტირებ და მოისმენს ჩემს ხმას.

18 მან მშვიდობიანად დაიხსნა ჩემი სული მათგან, მე რომ მებრძოდნენ, რადგან ბევრნი იყვნენ ჩემზე აღმდგარნი.

19 მოისმენს ღმერთი და უპასუხებს მათ დასაბამიდან მყოფი ... რადგან არ არის ცვლილება მათში და არ ეშინიათ ღმერთისა.

20 ხელი გაიწოდეს მათთვის მშვიდობის მსურველთა წინააღმდეგ, დაარღვიეს მისი აღთქმა.

21 ცხიმზე ჩვილია მათი ბაგეები, გულში კი ომი აქვთ; ზეთზე რბილია მათი სიტყვები, მაგრამ ისინი გაშიშვლებული ხმლებია.

22 მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდის წაბორძიკებას.

23 ღმერთო, შენ ჩაგყავს ისინი ჯოჯოხეთში; სისხლის მოყვარულნი და ვერაგნი ნუ მიაღწევენ თავიანთ დღეთა ნახევარს; ხოლო მე შენ გესავ.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150