მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 95

95

1 უგალობეთ უფალს გალობა ახალი, უგალობეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ!

2 უგალობეთ უფალს, ადიდეთ მისი სახელი, ახარეთ დღითი დღე ხსნა მის მიერი.

3 მოუთხრეთ წარმართებს მისი ღირსება, ყოველ ერს – მისი სასწაულები.

4 რადგან დიდია უფალი და ღირსსაქები მეტად, ყველა ღმერთებზე საშიშია ის,

5 რადგან ერების ყველა ღმერთი კერპებია, ხოლო უფალმა შექმნა ცანი.

6 მშვენება და ბრწყინვალებაა მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა – მის ტაძარში.

7 შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება.

8 შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა. წაუღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში.

9 თაყვანი ეცით უფალს მოწიწებით; ათრთოლდით მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ!

10 უთხარით ხალხებს: „უფალი მეფობს!” ამიტომ მტკიცეა სამყარო, არ შეირყევა. ის განიკითხავს ხალხებს სისწორით.

11 გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა. იხმაურებს ზღვა და სავსება მისი.

12 გაიხარებს ველი და ყოველი, რაც მასზეა, მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტევრისანი

13 უფლის წინაშე, რადგან ის მოდის, რადგან ის მოდის ქვეყნიერების განსასჯელად; განსჯის სამყაროს სიმართლით და ერებს – თავისი ჭეშმარიტებით.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150