1 გალობა აღსავალთა. დავითისა. გავიხარე, როცა მითხრეს: „უფლის სახლში წავიდეთ.”
2 დგანან ფერხნი ჩვენნი შენს კარიბჭეებში, იერუსალიმო!
3 იერუსალიმი ნაგებია, როგორც ქალაქი მთლიანად შედუღაბებული,
4 სადაც ავიდნენ ტომნი, ტომნი უფლისანი – მოწმობა ისრაელისა, სადიდებლად უფლის სახელისა.
5 რადგან იქ იდგა ტახტები სამართლისა, ტახტები დავითის სახლისა.
6 ითხოვეთ მშვიდობა იერუსალიმისათვის; „დამშვიდდნენ მოყვარულნი შენნი!
7 იყოს მშვიდობა შენს ზღუდეებში, ბედნიერება – შენს სასახლეებში!”
8 ჩემთა ძმათა და მეგობართა გამო ვამბობ: „მშვიდობა შენ!”
9 ჩვენი უფალი ღმერთის სახლისთვის გისურვებ სიკეთეს შენ.