1 შემიწყალე, ღმერთო, რადგან გამთელა კაცმა, მთელ დღეს მებრძვის და მავიწროებს.
2 მთელ დღეს მთელავდა ჩემი მტერი, რადგან მრავალი მებრძვის ამპარტავნულად, უზენაესო,
3 როდესაც მეშინია, შენზე ვდებ იმედს.
4 ღმერთზე, რომლის სიტყვასაც ვაქებ; ღმერთზე ვარ მინდობილი და არ მეშინია, რას მიზამს ხორციელი?
5 მთელ დღეს ამახინჯებდნენ ჩემს სიტყვებს; ავია ყოველი მათი ზრახვა ჩემს მიმართ.
6 თავს მესხმიან, მიდარაჯდებიან ჩემი მდევრები, ჩემს ყოველ ნაბიჯს აკვირდებიან და ჩემს სიცოცხლეს უსაფრდებიან.
7 ნუთუ ამ სიმრუდეს უნდა გადაურჩნენ? რისხვით დაამხე ხალხები, ღმერთო!
8 ჩემი ხეტიალი აღრიცხული გაქვს; შენს ჭურჭელში მოათავსე ჩემი ცრემლები - განა შენს წიგნში არ არიან ისინი?
9 უკუიქცევიან ჩემი მტრები, რა დღესაც მოგიხმობ. ამით გავიგებ, რომ ღმერთი ჩემთანაა.
10 ღმერთს, რომლის სიტყვასაც ვაქებ, უფალს, რომლის სიტყვასაც ვადიდებ;
11 ღმერთს მივენდე - არ მეშინია; რას მიზამს კაცი?
12 ღმერთო, ჩემს დაპირებებს შენდამი აღვასრულებ; მადლიერების მსხვერპლებს შემოგწირავ.
13 რადგან მიხსენი მე სიკვდილისგან, ფეხი ჩემი - წაბორძიკებისგან, რათა ვიარო ღვთის წინაშე სიცოცხლის სინათლეში.