1 ჩემი ხმით შევღაღადებ უფალს, ჩემი ხმით შევევედრები მას.
2 გადმოვღვრი მის წინაშე ჩემს გულისნადებს, ჩემს გასაჭირზე მოვუყვები.
3 როცა სული შემიწუხდა, შენ იცოდი ჩემი სავალი ბილიკი; ჩემს სავალ გზაზე მახე დამიგეს.
4 მარჯვნივ გაიხედე და დაინახე, რომ ვერავინ მამჩნევს; აღარსადა მაქვს გასაქცევი, არავინ ზრუნავს ჩემზე.
5 ამიტომ მოგიხმობ უფალო და ვამბობ: შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, ჩემი ხვედრი ცოცხალთა ქვეყანაში.
6 ყური დაუგდე ჩემს ღაღადს, რადგან დავმდაბლდი ფრიად; მიხსენი ჩემს მდევნელთაგან, ვინაიდან მეტისმეტად ძლიერნი არიან ჩემზე.
7 საპყრობილედან გამომიყვანე, რათა ხოტბა შევასხა შენს სახელს! გარს შემომეხვევიან მართლები, რადგან კეთილად მომექცევი.
8 უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა, ყური დაუგდე ჩემს ვედრებას; მიპასუხე შენი ერთგულებითა და სიმართლით.