1 კორახის ძეთა. ფსალმუნი. გალობა. წმიდა მთაზე დგას ქალაქი მისი დაფუძნებული,
2 უყვარს უფალს სიონის ბჭეები იაკობის ყველა საყოფელზე მეტად.
3 ქება-დიდებას ამბობენ შენზე, ღვთის ქალაქო.
4 „გავახსენებ რაჰაბსა და ბაბილონს, ვინც მე მიცნობს. აჰა, ფილისტიმი და ცორი ქუშთან ერთად: ‘ეს დაიბადა იქ.’”
5 სიონზე კი იტყვიან: „ეს და ეს კაცი იშვა მის წიაღში, და უზენაესმა წარმართა იგი.”
6 უფალი ჩაწერს ხალხთა ნუსხაში: „ეს დაიბადა აქ.”
7 მღერიან და როკავენ: „ყველა ჩემი წყარო შენშია.”