1 გუნდის ლოტბარს. მოძღვრება დავითისა. როცა მოვიდა დოეგ ედომელი და გააგებინა საულს და უთხრა, რომ მივიდა დავითი ახიმელექის სახლში. რას ტრაბახობ ბოროტებით, ძლიერო? ღმერთის წყალობა საყოველთაოა.
2 სიცრუეს იზრახავს შენი ენა; როგორც გალესილი სამართებელი, მქმნელია სიყალბისა.
3 გიყვარს ბოროტება სიკეთეზე მეტად. სიცრუე მეტად, ვიდრე სიმართლის თქმა;
4 გიყვარს ყოველგვარი ცილისწამება, ენა მზაკვარო!
5 ამიტომ მოგთხრის ღმერთი სამუდამოდ, გაგანადგურებს, გაგაძევებს კარვიდან და შენს ფესვს ამოძირკვავს ცოცხალთა ქვეყნიდან.
6 ნახავენ მართალნი და შეშინდებიან, და გაიცინებენ მასზე:
7 „აგერ კაცი, რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ, არამედ თავისი დიდი სიმდიდრის იმედი ჰქონდა და თავის ბოროტებაში გამაგრდა.”
8 ხოლო მე, ვითარცა ამწვანებული ზეთისხილის ხე ღმერთის სახლში, მე ღმერთის წყალობაზე ვარ მინდობილი უკუნითი უკუნისამდე.
9 გადიდებ მუდამ შენი ნამოქმედარისთვის, და მივენდობი შენს სახელს, რადგან ის ასე კარგია, შენს წმიდათა წინაშე.