1 ფსალმუნი დავითისა, იუდას უდაბნოში ყოფნის დროს. ღმერთო, შენ ხარ ჩემი ღმერთი; ცისკრის ჟამიდან გეძებ, მოსწყურდი ჩემს სულს, შენზე ნაღვლობს ჩემი ხორცი უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე;
2 როგორც გიხილე საწმიდარში; რათა მენახა სიძლიერე და პატიოსნება შენი.
3 რადგან სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა; ჩემი ბაგენი გაქებენ შენ.
4 ამიტომ გადიდებ ჩემი სიცოცხლის მანძილზე, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს.
5 ცხიმითა და სიმსუქნით დამსუყდება სული ჩემი, და მგალობელი ბაგეებით გაქებს პირი ჩემი.
6 როცა გიხსენებ ჩემს სარეცელზე, მთელ ღამეებს ვიფიქრებ შენზე;
7 რადგან იყავი დამხმარე ჩემი, შენს ფრთათა ჩრდილქვეშ მოვილხენ.
8 შენ მოგტმასნია სული ჩემი; ჩემი საყრდენია მარჯვენა შენი.
9 ხოლო ისინი, ვინც ჩემი სულის დაღუპვას ეძებენ, შავეთში ჩავლენ!
10 მახვილის წერა გახდებიან, ტურების კერძი შეიქმნებიან!
11 მეფე კი გაიხარებს, ღმერთში; იქება ყველა, ვინც მას ფიცავს, ხოლო დაიგმანება სიცრუის მოლაპარკეთა პირი.