მთავარი ›ბიბლია ›ფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 84

84

1 უფალო, მოწყალე იყავი შენი ქვეყნის მიმართ, შენ აღადგინე კეთილდღეობა იაკობისა.

2 შენ აპატიე შენს ხალხს დანაშაული, დაფარე ყველა მათი ცოდვა.

3 შენ აგვარიდე შენი გულისწყრომა, დააცხრე შენი მრისხანება.

4 აგვაღორძინე ღმერთო, ჩვენო მხსნელო და ნუღარ გაგვირისხდები.

5 ნუთუ სამუდამოდ გაგვირისხდები, თაობიდან თაობამდე გააგრძელებ შენს რისხვას ჩვენზე?

6 ნუთუ აღარ დაგვიბრუნებ სიცოცხლეს, რათა შენში გაიხაროს შენმა ხალხმა?

7 გვიჩვენე უფალო, შენი სიკეთე და შენმიერი ხსნა გვიწყალობე.

8 მე კი მოვისმენ თუ რას იტყვის უფალი ღმერთი; რადგან მშვიდობას იტყვის თავის ხალხზე, თავის წმიდანებზე და აღარ მიუბრუნდებიან სიბრიყვეს ღვთისმოსავნი.

9 მართლაც ახლოა მისმიერი ხსნა მის მოშიშთათვის, რათა დიდებამ დაისადგუროს ჩვენს ქვეყანაში.

10 წყალობა და ჭეშმარიტება შეხვდებიან ერთმანეთს, სიმართლე და მშვიდობა გადაჰკოცნიან ერთიმეორეს.

11 ჭეშმარიტება აღმოცენდება დედამიწიდან, სიმართლე კი ზეციდან გადმოიხედავს.

12 დიახ, სიკეთეს გვიბოძებს უფალი და ჩვენი მიწა თავის მოსავალს გამოიღებს.

13 სიმართლე ივლის მის წინ და გზას გაუკაფავს მის ნაბიჯებს.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150