მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 117

117

1 ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

2 იტყვის ისრაელი: „მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი!”

3 იტყვის სახლი აარონისა: „მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი!”

4 იტყვიან მოშიშნი უფლისა: „მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი!”

5 გაჭირვებიდან ვუხმობდი უფალს, სიფართოვით მიპასუხა უფალმა.

6 უფალი ჩემთან არის – არ მეშინია, რას მიზამს კაცი?

7 უფალი ჩემთან არის შემწედ და მე ვიხილავ ჩემს სიხარულს ჩემს მტრებზე.

8 უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება ადამიანზე.

9 უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება მთავრებზე.

10 ყოველნი თესლ-ტომნი გარს შემომერტყნენ; უფლის სახელით ამოვწყვეტ მათ.

11 გარს შემომერტყნენ და გარემომიცვეს, უფლის სახელით ამოვწყვეტ მათ.

12 გარს შემომერტყნენ ფუტკრებივით; ჩაქრნენ, ვითარცა ცეცხლი ძეძვისა; უფლის სახელით ამოვწყვეტ მათ.

13 ძლიერ მკრეს ხელი ძირს დასაცემად და უფალი შემეწია მე.

14 ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი, და ის იქნება ჩემი მშველელი.

15 ხმა სიმღერისა და შეწევნისა მართალთა კარვებში: „უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის!

16 უფლის მარჯვენა მომაღლებულია, უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის!”

17 არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვილაპარაკებ უფლის საქმეებზე.

18 დასჯით დამსაჯა უფალმა, სიკვდილს კი არ მიმცა.

19 გამიღეთ ბჭენი სიმართლისა, შევალ მათ წიაღ, ვადიდებ უფალს!

20 ეს არის კარიბჭე უფლისა! მართალნი შევლენ შიგ.

21 გადიდებ შენ, რადგან მიპასუხე და გახდი ჩემი ხსნა!

22 ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გახდა;

23 უფლისაგან მოხდა ეს; საოცარია ეს ჩვენს თვალში.

24 ეს არის დღე, რომელიც ქმნა უფალმა; ვილხინოთ და ვიმხიარულოთ მასში!

25 გევედრებით, უფალო, გვიშველე! გევედრებით, უფალო, გაგვიმარჯვე!

26 კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! გაკურთხებთ უფლის ტაძრიდან.

27 ღმერთია უფალი და გაგვინათებს ჩვენ. მიაბით მსხვერპლი საბლით სამსხვერპლოს რქებზე.

28 ჩემი ღმერთი ხარ შენ და გადიდებ! ღმერთო ჩემო, ხოტბას შეგასხამ შენ!

29 ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150