მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 37

37

1 ფსალმუნი დავითისა. გასახსენებელი. უფალო, შენი განრიხსებისას ნუ მამხილებ და შენი რისხვის ჟამს ნუ დამსჯი.

2 რადგან შენი ისრები ჩემშია განწონილი და შენი ხელი მამძიმებს მე.

3 არ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში შენი რისხვის გამო; არ არის მშვიდობა ჩემს ძვლებში ჩემი ცოდვის გამო.

4 რადგან ცოდვანი ჩემნი გასცილდნენ ჩემს თავს, მძიმე ტვირთივით დამძიმდნენ ჩემზე.

5 აყროლდნენ, დალპნენ ჩემი წყლულები ჩემი უგუნურების გამო.

6 წელში მოვიხარე, ერთობ დავმდაბლდი, მთელ დღეს ნაღვლიანი დავიარები.

7 რადგან ჩემი წელი გათანგულია სიცხით და აღარ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში.

8 დავუძლურდი და დავძაბუნდი მეტისმეტად, ვღრიალებ ჩემი გულის სატკივრით.

9 უფალო, შენს წინაშეა ყველა ჩემი სურვილი, და ჩემი ოხვრაც დაფარული არ არის შენგან.

10 ჩემი გული თრთის, ძალღონე განმიდგა, და თვალთა ჩემთა სინათლე – აღარც ის არის ჩემთან.

11 ჩემი მოყვარულნი და მეგობარნი განერიდნენ ჩემს წყლულებს, და ჩემი ახლობლები შორს განმიდგნენ.

12 მახე დამიგეს ჩემი სულის მაძიებლებმა, ჩემი სიავის მსურველები ბჭობენ ჩემს დაღუპვაზე და მთელ დღეს მზაკვრობაზე ფიქრობენ.

13 მე კი ვერ ვისმენ, ვითარცა ყრუ და ვითარცა მუნჯი, პირს რომ ვერ აღებს.

14 და დავემგვანე კაცს, რომელსაც არ ესიმის და რომლის ბაგეებსაც არ გააჩნია პასუხი.

15 რადგან შენ გელოდები, უფალო. შენ უპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო.

16 რადგან ვთქვი: „ნუმც გაიხარონ ჩემზე; თუ ფეხი გადამიბრუნდა, გაბატონდებიან ჩემზე.”

17 მარცხისთვის მე მზადა ვარ, და ჩემი სატკივარი ჩემს წინაა მუდამ.

18 რადგანაც ჩემს ბრალს განვაცხადებ, ვიდარდებ ჩემს ცოდვაზე.

19 ჩემი მტრები კი ცოცხლობენ, ძლიერდებიან, და მრავლდებიან ჩემი ამაოდ მოძულენი.

20 კეთილის წილ ბოროტის გადამხდელნი მმტრობენ იმისთვის, რომ კეთილს ვცდილობ.

21 ნუ მიმატოვებ, უფალო, ღმერთო ჩემო, ნუ განმშორდები.

22 გამოეშურე ჩემს შესაწევნად, უფალო, მშველელო ჩემო!

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150