მთავარი ›ბიბლია ›ფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 91

91

1 კარგია ვმადლობდეთ უფალს და ქებას ვუმღეროდეთ შენს სახელს, უზენაესო!

2 დილით შენს სიკეთეს ვაუწყებდეთ და ღამით - შენს ერთგულებას;

3 ათსიმიანსა და ჩანგზე, ქნარზე გალობით.

4 უფალო, შენ გამახარე შენი საქმეებით, სიხარულით ვუგალობებ შენს ხელთა საქმეებს.

5 რაოდენ დიდია შენი საქმეები უფალო, ფრიად ღრმაა შენი ზრახვანი.

6 უგუნური კაცი ვერ შეიცნობს და უმეცარი ვერ გაიგებს ამას,

7 თუმცა ბალახივით აღმოცენდებიან ბოროტნი და აყვავდებიან უსამართლობის მოქმედნი, ისინი სამუდამოდ განადგურდებიან.

8 შენ კი უფალო, ამაღლებული ხარ, სამარადისოდ!

9 ვინაიდან, აჰა, შენი მტრები უფალო, რადგან, აგერ, დაიღუპებიან ისინი, განიბნევა ყველა - სიმრუდის მქმნელი.

10 მაგრამ შენ ამიმაღლებ რქას, ხარის რქასავით, ხასხასა ზეთით ვარ ცხებული.

11 ჩემი თვალი იხილავს ჩემი მტრების დაცემას, ჩემს წინააღმდეგ აღმდგარი ბოროტმოქმედების დამარცხებას გაიგონებს ჩემი ყური.

12 მართალი კი ფინიკივით გაიფურჩქნება, ლიბანის კედარივით წამოიმართება.

13 უფლის სახლში დარგულნი, ჩვენი ღმერთის ეზოებში აყვავდებიან;

14 სიბერეშიც გამოიღებენ წვნიანსა და ხასხასა ნაყოფს.

15 რათა გაცხადდეს, რომ მართალია უფალი - კლდე ჩემი; და არ არის მასში უსამართლობა.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150