მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 139

139

1 გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი დავითისა. მიხსენი, უფალო, ბოროტი ადამიანისაგან, მოძალადე კაცისაგან დამიფარე!

2 რადგან ისინი ბოროტებას ფიქრობენ გულში და ყოველდღე ემზადებიან საომრად.

3 მოილესეს ენები, ვითარცა გველმა, ასპიტის შხამია მათ ბაგეებს ქვეშ.

4 დამიცავი, უფალო, ბოროტთა ხელიდან, მოძალადე კაცთაგან დამიფარე, რომელთაც განიზრახეს ჩემი ნაბიჯების დაბრკოლება!

5 გამიმზადეს ამპარტავნებმა მახე და საბელი, ბადე განართხეს გზაზე, ხაფანგი დამიგეს.

6 ვუთხარი უფალს: „ჩემი ღმერთი ხარ შენ;” ისმინე, უფალო, ხმა ჩემი ვედრებისა!

7 უფალო, ღმერთო ჩემო, ძალო ჩემი ხსნისა! ფარი ხარ ჩემი თავისა ბრძოლის დღეს!

8 ნუ აღასრულებ, უფალო, ბოროტის გულისწადილს, მის ბოროტ ზრახვას ნუ მისცემ გზას, თორემ აღზევდება.

9 თავნი ჩემთა გარემომცველთა დაფაროს მათთა ბაგეთა ბოროტებამ;

10 ნაკვერჩხალი დაეფრქვეთ ზემოდან, ცეცხლში ჩაიტანოს ისინი, ღრმა ორმოში, რომ ვეღარ წამოდგნენ.

11 ავსიტყვა კაცი ნუ გაძლებს ქვეყანაზე, მოძალადე კაცი ბოროტებამ მოინადიროს ძირს დასაცემად.

12 ვიცი, რომ იქმს უფალი განკითხვას გლახაკისა და სამართალს უპოვართა.

13 ხოლო მართალნი განადიდებენ შენს სახელს, და წრფელნი დაიმკვიდრებენ წინაშე შენსა.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150