1 ალელუია! ვადიდებ უფალს მთელი გულით წმიდათა შეკრებილობასა და თემში.
2 დიდია საქმენი უფლისა, სასურველია ყველა მის მოყვარულთათვის.
3 მშვენიერება და ბრწყინვალებაა საქმე მისი, და სიმართლე მისი მარადიულია.
4 სამახსოვროდ ქმნა საოცრებანი თვისნი, მოწყალე და შემბრალებელია უფალი.
5 საზრდო მისცა თავის მოშიშებს, ახსოვს მარადის თავისი აღთქმა.
6 ძალა თავის საქმეთა გააგებინა თავის ერს, რომ მიეცა მათთვის მემკვიდრეობა წარმართთა.
7 მის ხელთა საქმენი ჭეშმარიტება და სამართალია, სარწმუნოა ყველა მცნება მისი,
8 მტკიცე არიან უკუნითი უკუნისამდე, დაფუძნებულნი ჭეშმარიტებასა და სისწორეზე.
9 ხსნა მოუვლინა თავის ერს, მცნებად დაუდო საუკუნოდ თავისი აღთქმა; წმიდა და საშიშია სახელი მისი.
10 სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვინც მათ ასრულებს. მისი დიდება მარადიულია.