1 უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდებულია შენი სახელი მთელ ქვეყანაზე, ცებზე მაღალია დიდება შენი.
2 ჩვილთა და ძუძუმწოვართა ბაგეებიდან აუწყე შენი სიძლიერე, რათა დაგედუმებინა შენი მტერი და შურისმგებელი.
3 როცა შენს ზეცას ვუმზერ - შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე,
4 რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი ან - ადამიანის ძე, რომ ზრუნავ მასზე?
5 ბევრად არ დაგიმცირებია იგი *ანგელოზებზე, დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად.
6 გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მის ფეხქვეშ მოაქციე.
7 წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი, ასევე - ველის ნადირი;
8 ცათა ფრინველი და ზღვის თევზი, წყლის ბილიკებით რომ მოძრაობენ.
9 უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდებულია შენი სახელი მთელ ქვეყანაზე.