1 გალობა აღსავალთა. მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან – თქვას ისრაელმა –,
2 მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, მაინც ვერ მძლიეს;
3 ჩემს ზურგზე ხნავდნენ მხვნელები და გაჰყავდათ გრძელი კვლები.
4 უფალი სამართლიანია; დაამსხვრია ხუნდები ბოროტთა.
5 შერცხვებიან და უკუიქცევიან ყოველნი მოძულენი სიონისა.
6 იქნებიან, ვითარცა ერდოს ბალახი, რომელიც მოწყვეტამდე ხმება.
7 რომლითაც ვერ აივსებს პეშვს მომკელი და იღლიას – ძნის შემკვრელი;
8 და არ ეტყვიან გამვლელნი: „კურთხევა უფლისა თქვენ! გაკურთხებთ თქვენ უფლის სახელით!”