1 ალელუია! ადიდეთ, მორჩილნო უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი!
2 იყოს სახელი უფლისა კურთხეული ამიერიდან უკუნისამდე.
3 მზის აღსავლიდან დასავალამდე იდიდოს სახელმა უფლისა.
4 მაღალია ყველა წარმართებზე უფალი, ცათა მაღლაა მისი დიდება.
5 ვინ არის, ვითარცა უფალი, ღმერთი ჩვენი, რომელიც ასე მაღლაა დამკვიდრებული,
6 რომელიც დაბლა იყურება – ცასა და მიწაზე?
7 რომელიც წამოაყენებს მიწიდან საწყალს, სკორედან აღამაღლებს ღატაკს,
8 რათა დასვას დიდებულებთან, თავისი ერის დიდებულებთან;
9 რომელიც ბერწს დაამკვიდრებს სახლში, რათა იყოს შვილებით ბედნიერი დედა. ალელუია!