1 ფსალმუნი დავითისა. როცა გაურბოდა აბესალომს, თავის ძეს. უფალო! როგორ მომრავლდნენ ჩემი მტრები. ჩემს წინააღმდეგ აღდგა მრავალი.
2 ბევრი ეუბნება ჩემს სულს: „არ არის მისთვის შემწეობა ღმერთისმიერი.”
3 და შენ, უფალო, ჩემი ფარი ხარ, ჩემი დიდება და ამმაღლებელი ჩემი თავისა.
4 ჩემი ხმით მოვუხმობ უფალს და ის მიპასუხებს თავის წმიდა მთიდან.
5 ვწვები, ვიძინებ და ვიღვიძებ, რადგან უფალი შემწეა ჩემი.
6 ვერ შემაშინებს სიმრავლე ხალხის, გარს რომ მერტყმიან ყოველი მხრიდან.
7 აღსდეგ, უფალო, მიხსენი, ჩემო ღმერთო, რადგან შენ ულეწავ ყბებს ყველა ჩემს მტერს, ბოროტეულებს უმუსრავ კბილებს.
8 უფლისაგან არის ხსნა. და შენი კურთხევა შენს ერზე.