1 ალელუია! ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული.
2 ძლიერი იქნება ქვეყანაზე შთამომავალი მისი. მართალთა თაობა დაილოცება.
3 სიუხვე და სიმდიდრეა მის სახლში, და მისი სიმართლე მარადიულია.
4 წრფელთ გამოაბრწყინებს სიბნელეში ნათელს, მოწყალე, შემბრალე და მართალი.
5 კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი – გამართულად ილაპარაკებს სამართალში;
6 რადგან უკუნისამდე არ წაბორძიკდება; საუკუნოდ გასახსენებლად იქნება მართალი.
7 ცუდი ამბისა არ შეეშინდება; მტკიცედ არის მისი გული მინდობილი უფალზე.
8 იმედნეულია გული მისი; არ შეშინდება, ოდეს იხილავს თავის მტრებს.
9 განაბნია და მისცა ღატაკთ; მისი სიმართლე მარადიულია, მისი რქა ამაღლდება დიდებით.
10 ბოროტი ნახავს და განრისხდება, კბილებს დააღრჭენს და დადნება; ბოროტეულთა საწადელი წარიხოცება.