მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 39

39

1 გუნდის ლოტბარს. დავითის ფსალმუნი. მტკიცედ ვესავდი უფალს ყური მომაპყრო და მოისმინა ჩემი ვედრება,

2 და ამომიყვანა საზარელი ორმოდან, გაუვალი ლაფიდან, და დააყენა კლდეზე ფერხნი ჩემნი, წარმართა ჩემი ნაბიჯები,

3 და მისცა ჩემს ბაგეებს ახალი გალობა – განსადიდებლად ჩვენი ღმერთისა. ბევრი ნახავს და შეეშინდება უფლისა, და მიენდობა მას.

4 ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს, და არ მიმართავს კადნიერთ და სიცრუის მოტრფიალეთ.

5 უფალო, ღმერთო ჩემო, დიდია სასწაულნი, შენ რომ მოიმოქმედე, და ჩანაფიქრები ჩვენს მიმართ; ვინ შეგედრება შენ! ვიქადაგებ და ვილაპარაკებ მათზე; – მაგრამ ძნელია სათქმელად.

6 მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე; ყურები გამიმახვილე; სრულადდასაწველი და ცოდვის მსხვერპლი არ მოგითხოვია;

7 მაშინ ვთქვი: „აი, მოვედი; წიგნის გრაგნილში სწერია ჩემთვის.

8 შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია.”

9 შენს სიმართლეს მოვუთხრობდი დიდ კრებულს, აჰა, ბაგენი ჩემნი არ მომიკუმავს, უფალო, შენ უწყი.

10 შენი სიმართლე არ დამიფარავს ჩემს გულში; შენს ერთგულებასა და შენს ხსნაზე ვლაპარაკობდი; შენი წყალობა და ჭეშმარიტება არ დამიმალავს დიდი კრებულისათვის.

11 შენ, უფალო, არ დამილიო შენი თანაგრძნობა; შენი წყალობა და შენი ჭეშმარიტება მუდამ მიცავენ მე.

12 რადგან გარე შემომეხვია აურაცხელი უბედურება, წამომეწივნენ ცოდვანი ჩემნი და არ შემეძლო დანახვა; ჩემი თმის ბეწვებზე მეტად მომრავლდნენ და გულმა მიმატოვა.

13 ისურვე, უფალო, ჩემი დახსნა; უფალო, ჩემს დასახმარებლად გამოეშურე.

14 დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ, ვინც ჩემი სულის დაღუპვას ეძებენ, უკუიქცნენ და წახდნენ ჩემი ავის მდომნი;

15 დაე, შეძრწოლდნენ სირცხვილისაგან, ვინც მეუბნებოდა: „ოჰო, ოჰო!”

16 გაიხაროს და გამხიარულდეს ყველა, ვინც შენ გეძებს; შენი შველის მოყვარულებმა მუდამ თქვან: „დიდია უფალი!”

17 ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ; უფალი იფიქრებს ჩემზე. – ჩემი დამხმარე და მხსნელი შენა ხარ, ღმერთო ჩემო, ნუ დააყოვნებ.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150