1 გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი. დავითისა. გისმინოს შენმა უფალმა გაჭირვების დღეს, აღგამაღლოს შენ, იაკობის ღმერთის სახელმა.
2 გამოგიგზავნოს შემწეობა საწმიდრიდან და სიონიდან შეგამაგროს შენ.
3 გაიხსენოს ყველა შენი შესაწირავი და მსუყედ ექმნეს სრულადდასაწველი შენი.
4 მოგცეს შენ შენი გულისამებრ და აღგისრულოს ყოველი შენი განაზრახი.
5 ვიმხიარულებთ, რადგან გშველის; და ჩვენი ღვთის სახელით დროშას ავაფრიალებთ; ყველა შენი სათხოვარი შეგისრულოს უფალმა.
6 ახლა მივხვდი, რომ იხსნა უფალმა ცხებული თვისი; თავისი წმიდა ზეციდან უპასუხებს მას თავისი მხსნელი მარჯვენის ძლიერებით.
7 ზოგნი ეტლებით იქადიან და ზოგნი ცხენებით, ჩვენ კი ჩვენი ღმერთის სახელს ვიხსენებთ.
8 ისინი მოიდრიკნენ და დაეცნენ, ჩვენ კი წამოვდექით და წელში გავიმართეთ.
9 უფალო! იხსენი მეფე ჩვენი და გვისმინე, როდესაც შემოგღაღადებთ.