მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 43

43

1 გუნდის ლოტბარს. კორახის ძეთა მოძღვრება. ღმერთო, ჩვენი ყურით მოვისმინეთ, ჩვენი მამები გვიამბობდნენ, თუ რა საქმე მოიმოქმედე მათ დღეებში, უძველეს დროში.

2 შენ შენი ხელით განდევნე წარმართნი, ხოლო ისინი დანერგე; გაანადგურე ერები და განდევნე, ისინი კი გააფართოვე.

3 ვინაიდან მათ ხმლებით არ მოუპოვებიათ ქვეყანა, და მათ მკლავებს არ დაუხსნიათ ისინი, არამედ შენმა მარჯვენამ, შენმა მკლავმა და შენი სახის ნათელმა, რადგან მათდამი კეთილგანეწყვე.

4 შენ ხარ ის, ხელმწიფეო ჩემო, ღმერთო, უბოძე შველა იაკობს.

5 შენით დავანარცხებთ ჩვენს მტრებს; შენი სახელით გავთელავთ ჩვენ მოდავეებს.

6 რადგან ჩემს მშვილდზე არა ვარ დანდობილი და ჩემი მახვილი არ დამიხსნის,

7 არამედ შენ გვიხსნი ჩვენი მტრებისაგან და ჩვენს მოძულეებს შეარცხვენ.

8 ღმერთით ვიქადოდით დღეყოველ და შენს სახელს ვადიდებთ უკუნისამდე.

9 მაგრამ მიგვატოვე და შეგვარცხვინე, და არ გამოდიხარ ჩვენს მხედრობასთან.

10 უკუგვაქციე ჩვენ მტრისაგან, და ჩვენმა მოძულეებმა გაგვძარცვეს ჩვენ.

11 მიგვეცი ჩვენ, როგოც ცხვარი, შესაჭმელად, და დაგვფანტე ხალხებს შორის.

12 გაჰყიდე შენი ერი სარგებლის გარეშე, და არ იდავე მათ ფასზე.

13 მიგვეცი შესარცხვენად მეზობლებს, დასაცინად და საგინებლად – ჩვენს ირგვლივ მყოფთა.

14 იგავად გვაქციე ხალხებს შორის, თავის საქნევად ერებს შორის.

15 დღეყოველ ჩემი აუგი ჩემს წინაშეა, და სირცხვილი მიფარავს სახეს

16 შემარცხვენლისა და მაგინებლის ხმისაგან, მტრისა და შურისმაძიებლისაგან.

17 ყოველივე ეს გვეწია ჩვენ, და მაინც არ დაგივიწყეთ შენ, არ გაგვიმრუდებია შენი აღთქმა.

18 არ უკუქცეულან ჩვენი გულები, და არც ჩვენს ტერფებს გადაუხვევიათ შენი ბილიკიდან.

19 როცა შენ შეგვმუსრე ტურების ადგილას და გადაგვაფარე სიკვდილის ჩრდილი.

20 ჩვენ რომ დაგვევიწყებინა სახელი ჩვენი ღმერთისა, და ხელი გაგვეშვირა უცხო კერპებისათვის,

21 განა ღმერთი არ გვაზღვევინებდა ამას? რადგან მან იცის საიდუმლონი გულისა.

22 ხოლო შენი გულისათვის გვკლავდნენ ყოველდღე; დასაკლავ ცხვრებად მიგვიჩნიეს.

23 გამოიღვიძე, რატომ გძინავს, უფალო? გამოფხიზლდი, სამუდამოდ ნუ მიგვატოვებ.

24 რატომ იფარავ სახეს და ივიწყებ ჩვენს მწუხარებასა და გაჭირვებას?

25 რადგან ჩვენი სული მიწა-მტვრამდეა დამდაბლებული, მიწას განერთხა ჩვენი მუცელი.

26 აღსდექ ჩვენს დასახმარებლად და გვიხსენი შენი წყალობის გულისათვის.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150