მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 104

104

1 ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ერებს საქმენი მისნი.

2 აქეთ იგი, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე!

3 განდიდდით მისი წმიდა სახელით! გამხიარულდეს გული უფლის მაძიებელთა.

4 ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის!

5 გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და სამართალნი მისთა ბაგეთა!

6 თესლო აბრაამისა, მისი მორჩილისა, ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო!

7 ის, უფალი, ღმერთი არის ჩვენი; მთელ ქვეყნიერებაზეა სამართალნი მისნი.

8 ახსოვს მარადის აღთქმა თავისი, სიტყვა, რომ დაადგინა ათას თაობამდე,

9 რომელიც დაუდო აბრაამს, და თავისი ფიცი ისაკთან.

10 დაუდგინა იაკობს იგი წესად, და ისრაელს – სამარადჟამო აღთქმად.

11 უთხრა: „შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას წილად თქვენი მემკვიდრეობისა.”

12 როცა ისინი თითზე ჩამოსათვლელნი იყვნენ, ცოტანი და იქაური ხიზნები,

13 და უნდა ევლოთ ერთი ერიდან მეორესთან, ერთი სამეფოდან მეორესთან.

14 არავის ანებებდა მათს დაჩაგვრას, და ამუნათებდა მათ გამო მეფეებს:

15 „არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ.”

16 და მოუხმო შიმშილს დედამიწაზე და ყოველი სახსარი პურისა შემუსრა.

17 გაგზავნა მათ წინ კაცი, მონად გაიყიდა იოსები.

18 გატანჯეს ბორკილებით ფერხნი მისნი, რკინა მისწვდა მის სულს.

19 ვიდრე აუსრულდებოდა ნათქვამი მისი, უფლის სიტყვამ გამობრძმედა იგი.

20 გაგზავნა მეფემ და გაათავისუფლა იგი; განმგებელი ხალხებისა გამოიხსნა.

21 დააყენა თავისი სახლის ბატონად და განმგებლად მთელი თავისი მონაგარისა.

22 რათა მოქცეოდა მის მთავრებს თავისი სურვილისამებრ და განებრძნო მოხუცებულნი მისნი.

23 და მოვიდა ისრაელი ეგვიპტეში, და ხიზანი გახდა იაკობი ქამის ქვეყანაში.

24 და ააღორძინა ღმერთმა მისი ერი ფრიად და გაამრავლა მის მტრებზე მეტად.

25 მოაქცია მათი გული უფლის ერის შესაძულებლად, მის მორჩილთა მიმართ სივერაგის განსაზრახველად.

26 გაგზავნა მოსე, მსახური თვისი, აარონი, რომელიც ამოირჩია.

27 დაამკვიდრეს მათში მისი სასწაულები, და საოცრებანი მოიმოქმედეს ქამის ქვეყანაში.

28 მიავლინა წყვდიადი და იქმნა ღამე, და არ გაურჩებულან მის სიტყვაზე.

29 გადააქცია მათი წყლები სისხლად და დახოცა მათი თევზები.

30 აავსო მათი ქვეყანა მყვარით, მეფეთა პალატებიც კი.

31 თქვა და მოვიდნენ მწერები, მკბენარი – მთელს მათ საზღვრებში.

32 წვიმის მაგიერ სეტყვა წარმოუგზავნა მათ, ალმოდებული ცეცხლი – მათ ქვეყანას.

33 მოსრა ვაზი მათი და ლეღვი მათი, და დალეწა ხეები მათ საზღვრებში.

34 თქვა და მოვიდა კალია და მგრაგნელი აურაცხელი,

35 და გადაჭამეს მთელი ბალახი მათ ქვეყანაში, და გადასანსლეს მთელი ნაყოფი მათი მინდვრისა.

36 და მოსრა ყოველი პირმშო მათ ქვეყანაში, დასაბამი მთელი მათი ძალისა.

37 და გამოიყვანა ისინი ვერცხლით და ოქროთი, და მათ ტომებში არავინ იყო უძლური.

38 გაუხარდა ეგვიპტეს მათი გამოსვლა, რადგან თავს დაატყდათ მათ შიში.

39 გადააფარა ღრუბელი საჩრდილოდ და ცეცხლი – ღამის გასანათებლად.

40 ითხოვეს და გაუგზავნა მწყერი და ზეციური პურით გააძღო ისინი.

41 გახსნა კლდე და გადმოდინდა წყალი, წავიდა უდაბნოში მდინარედ.

42 რადგან გაიხსენა თავისი წმიდა სიტყვა, თავისი მორჩილის – აბრაამის – მიმართ.

43 გამოიყვანა თავისი ხალხი სიხარულით, რჩეულნი თვისნი ზარ-ზეიმით.

44 და მისცა მათ წარმართთა ქვეყნები, და ნაჯაფი ერებისა დაიმკვიდრეს მათ.

45 რათა დაიცვან წესები მისი და მის კანონებს გაუფრთხილდნენ. ალელუია!

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150