მთავარი ›ბიბლია ›ფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 9

9

1 მთელი გულით მადლობას შემოგწირავ, უფალო, ვილაპარაკებ ყველა შენს სასწაულზე.

2 ვიმხიარულებ და ვიხარებ შენით, შენს სახელს ვუმღერებ, უზენაესო,

3 როცა მიიქცევიან ჩემი მტრები, წაიფორხილებენ და დაიღუპებიან შენ წინაშე.

4 ვინაიდან შენ იდავე ჩემთვის და ჩემი სიმართლისთვის, ტახტზე დაბრძანდი, მართალო მსაჯულო.

5 განრისხდი ერებზე, მოსპე ბოროტი და სამუდამოდ, სამარადისოდ ამოშალე მათი სახელი.

6 გაქრა მტერი, საბოლოოდ გაპარტახდა, შენ დაანგრიე მათი ქალაქები და მათთან ერთად მოსპე მათი სახსენებელი.

7 უფალი კი საუკუნოდ მკვიდრობს. სამართლისთვის დააფუძნა თავისი ტახტი.

8 სიმართლით განიკითხავს იგი ქვეყნიერებას და მიუკერძოებლად გაასამართლებს ხალხებს.

9 უფალი იქნება ჩაგრულის თავშესაფარი და დასაყრდენი გაჭირვების დროს.

10 შენ მოგენდობიან შენი სახელის მცნობელნი, ვინაიდან არ მიატოვებ შენს მაძიებელს, უფალო.

11 უგალობეთ უფალს, სიონის მკვიდრთ, აუწყეთ ერებს მისი საქმენი.

12 რადგან ის მოიკითხავს მათ სისხლს, ახსოვს ისინი, არ დავიწყებია ჩაგრულთა გოდება.

13 შემიწყალე, უფალო, იხილე ჩემი შეჭირვება ჩემს მოძულეთაგან, აღმამაღლე სიკვდილის კარიბჭიდან,

14 რათა შენი ყოველი ქება განვაცხადო სიონის ასულის კარიბჭესთან და შენმიერი ხსნით ვილხინო.

15 თავიანთ ამოთხრილ ორმოში ჩაცვივდნენ ერები, მათ მიერვე დაგებულ ბადეში გაება მათი ფეხი.

16 გაცხადდა უფალი, სამართლის მოქმედი, უმართლო თავისი ხელით დაგებულ მახეში გაება.

17 შავეთს დაუბრუნდებიან ბოროტეულნი, ყველა ერი, ვინც დაივიწყა ღმერთი.

18 ვინაიდან სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, არც ტანჯულთა იმედი დაიღუპება სამარადისოდ.

19 აღსდექ, უფალო, ნუ იმძლავრებს კაცი; დაე, გასამართლდნენ ერები შენ წინაშე.

20 შიშის ზარი დაეცი მათ, უფალო. დაე, იცოდნენ ერებმა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანები არიან ისინი.

21 რატომ დგახარ შორს, უფალო? თვალს მარიდებ გაჭირვების ჟამს.

22 ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს.

23 რადგან თავისი გულის ავხორცობით ტრაბახობს ბოროტი, ანგარების მოყვარული კი წყევლის და უარყოფს უფალს.

24 თავისი ქედმაღლობის გამო არ ეძებს ღმერთს ბოროტი; მისი აზრით, არ არსებობს ღმერთი.

25 წარმატებულია თავის ყველა გზაზე; მიუწვდომელია შენი სასამართლო მისთვის, სულის შებერვით ამარცხებს თავის მტრებს.

26 ამბობს თავის გულში: "არ წავიფორხილებ, თაობიდან თაობამდე არ შემხვდება სიავე”.

27 წყევლით, თაღლითობითა და სიცრუითაა სავსე მისი პირი; სიმრუდე და ბოროტებაა მის ენაზე.

28 ჩასაფრდება ეზოს უკან, სამალავიდან მოკლავს უდანაშაულოს, საწყალს უთვალთვალებს მისი თვალი,

29 საფარში დაუდარაჯდება, შამბნარში ჩასაფრებული ლომივით. ელოდება ღარიბს, რომ მოიტაცოს და მოიტაცებს, როგორც კი მის ბადეში გაებმება.

30 მოიზნიქება, გაწვება და თავის ბრჭყალებში მოაქცევს საწყალს.

31 ამბობს თავის გულში: "დაივიწყა ღმერთმა, სახე დამალა, რომ აღარასოდეს იხილოს”.

32 აღსდექ, უფალო, აღმართე ხელი, ღმერთო, და ნუ დაივიწყებ ჩაგრულს.

33 როდემდე უნდა შეურაცხჰყოს ღმერთი უკეთურმა? ამბობდა გულში, არ მომკითხავსო ღმერთი!

34 მაგრამ შენ ხედავ, ხედავდი წყენასა და შევიწროებას, რათა შენი ხელით მიაგო სამაგიერო, შენ განდობს თავს ჩაგრული და შემწე ხარ ობლისა.

35 მკლავი გადაუმტვრიე ბოროტსა და უკეთურს, ისე მოჰკითხე მათი ბრალის გამო, რომ აღარაფერი დარჩეს მოსაკითხი.

36 მარადიული მეფეა უფალი, საუკუნო, აღიგავნენ ერები მისი მიწიდან.

37 ისმინა უფალმა თავმდაბალთა წადილი, გულს განუმტკიცებს მათ და ყურს მიაპყრობს მოსასმენად;

38 სამართალი გაუჩინე ობოლს და ჩაგრულს, რომ ვეღარ დათესონ ადამიანებმა შიში ქვეყანაზე.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150