მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 135

135

1 ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

2 ადიდეთ ღმერთი ღმერთთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

3 ადიდეთ უფალი უფალთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

4 მარტოდმარტო მოქმედი დიდ საოცრებათა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

5 ცათა შემქმნელი გონიერებით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

6 დედამიწის განმვრცობი წყლებზე, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

7 შემქმნელი დიდი მნათობებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

8 მზისა - სამართავად დღისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

9 მთვარის და ვარსკვლავებისა - ღამის სამართავად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

10 რომელმაც განგმირა ეგვიპტელნი თავიანთი პირმშოებითურთ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

11 და გამოიყვანა ისრაელი მათი შუაგულიდან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

12 ხელით ძლიერით და მკლავით შემართულით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

13 რომელმაც გააპო მეწამული ზღვა ორად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

14 და გაიყვანა ისრაელი მის შუაგულში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

15 და ჩაღუპა ფარაონი და მისი ჯარი მეწამულ ზღვაში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

16 რომელმაც წაიყვანა თვისი ხალხი უდაბნოში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

17 რომელმაც განგმირა მეფენი დიდნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

18 და დახოცა მეფენი ძლიერნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

19 სიხონი - მეფე ამორეველთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

20 ყოგი - მეფე ბაშანისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

21 და მისცა მათი ქვეყანა სამკვიდრებლად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

22 სამკვიდრებლად ისრაელს, თავის მორჩილს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

23 რომელმაც ჩვენი დამცირების ჟამს გაგვიხსენა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

24 და გვიხსნა ჩვენი მტრებისაგან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

25 რომელიც აძლევს პურს ყოველ ხორციელს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

26 ადიდეთ ცათა ღმერთი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150