1 უძღვენით უფალს ღვთის შვილნო, უძღვენით უფალს დიდება და ძლიერება.
2 უძღვენით უფალს მისი სახელის დიდება; თაყვანი ეცით უფალს წმიდა ბრწყინვალებით.
3 წყლებზეა ხმა უფლისა; გრგვინავს დიდების ღმერთი; ხმა უფლისა მრავალ წყალზეა.
4 ხმა უფლისა ძლევამოსილია, ხმა უფლისა ბრწყინვალეა.
5 ხმა უფლისა ამტვრევს კედრებს; ლიბანის კედრებს ანაფოტებს უფალი.
6 ხბოსავით აკუნტრუშებს ლიბანსა და სირიონს - მარტორქის ნაშიერივით.
7 ხმა უფლისა გაჰკვეთს ცეცხლის ალს.
8 ხმა უფლისა შეარყევს უდაბნოს; კადეშის უდაბნოს შეარყევს უფალი.
9 ხმა უფლისა ირმებს მოამშობიარებს და ტყეებს მოაშიშვლებს; ყოველივე მის დიდებაზე მეტყველებს მის ტაძარში.
10 უფალი ზის წარღვნაზე, მარადიულ ხელმწიფედ ზის უფალი.
11 უფალი ძალას მისცემს თავის ხალხს, უფალი აკურთხებს თავის ხალხს მშვიდობით.