1 გალობა აღსავალთა. რომელნიც უფალზე არიან დანდობილი, სიონის მთასავით არიან, რომელიც არ ირყევა, არამედ, იდგება უკუნისამდე.
2 იერუსალიმს ირგვლივ მთები არტყია, და უფალი თავისი ერის გარშემოა ამიერიდან უკუნისამდე.
3 რადგან არ დარჩება კვერთხი ბოროტისა მართალთა წილზე, რათა არ გაიწოდონ მართლებმა ხელი სიმრუდეზე.
4 სიკეთე უყავ, უფალო, კეთილებს და გულმართლებს!
5 ხოლო გადახრილებს გულარძნილობად წაიყვანს უფალი ბოროტმოქმედებთან ერთად. მშვიდობა ისრაელს!