მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 143

143

1 დავითისა. კურთხეულ არს უფალი, კლდე ჩემი, რომელმაც ასწავლა ჩემს ხელებს ბრძოლა, ჩემს თითებს – ომი.

2 მწყალობელო ჩემო და სიმაგრევ ჩემო, მცველო ჩემო და მხსნელო ჩემო; ჩემი ფარი ხარ, რომელიც მიფარავს, ის მიმორჩილებს ჩემს ერს.

3 უფალო, რა არის კაცი, რომ გახსოვს ის, ძე ადამისა, რომ რამედ მიიჩნევ?

4 ადამიანი ჰგავს ამაოებას, მისი დღეები – ვითარცა ჩრდილი გარდასული.

5 უფალო, მოდრიკე ცანი შენნი და გადმოდი! შეეხე მთებს, რომ აკვამლდნენ!

6 გამოაელვე ელვანი და გაფანტე ისინი, გამოუშვი ისარნი შენნი და თავზარი დაეცი მათ.

7 გამოიწოდე შენი ხელი მაღლიდან; მიხსენი და გადამარჩინე მრავალ წყალთაგან, უცხო ტომთა ხელიდან,

8 რომელთა ბაგენი ტყუილს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა.

9 ღმერთო, ახალ გალობას გიგალობებ შენ. ათსიმიან ჩანგზე გიგალობებ შენ,

10 შენა ხარ მეფეთათვის ძლევის მიმცემი, შენ იხსნი დავითს, შენს მსახურს. მიხსენი მე ბოროტი მახვილისაგან.

11 გადამარჩინე უცხოთესლთა ხელიდან, რომელთა ბაგენი ტყუილს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა.

12 რომ ჩვენი ძენი ნერგებივით იზრდებოდნენ მათს სიჭაბუკეში; ჩვენი ასულნი, ვითარცა სასახლის ოსტატურად თლილი სვეტები.

13 ჩვენი ბეღლები სავსე იყოს სხვადასხვა მოსავლით; ცხვარნი ჩვენნი ათასობდნენ და ათიათასობდნენ ჩვენს საძოვრებზე;

14 ჩვენი ხარები დატვირთულნი იყვნენ, არც ზარალი და არც დანაკლისი, და არც გოდება ჩვენს ქუჩებში!

15 ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც ასეა; ნეტარ არს ხალხი, რომლის ღმერთიც უფალია!

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150